ფრანგმა სამართალდამცველებმა ემანუელ მაკრონიზე თავდასხმა აღკვეთეს

 

ფრანგმა სამართალდამცველებმა ემანუელ მაკრონიზე თავდასხმა აღკვეთეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა მემარჯვენე-ექსტრემისტული მოძრაობის 6 წევრი დააკავა, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ “ძალადობრივი შეთქმულების” მონაწილეები იყვნენ.

სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ეჭვმიტანილები იმ რეგიონებშიც აიყვანეს, სადაც ემანუელ მაკრონი დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ჩასვლას გეგმავდა.

პარიზის პროკურატურაში, რომლის მოვალეობაში ტერორიზმის გამოძიება შედის, განაცხადეს, რომ თავდასხმა დაგეგმვის ეტაპზე აღკვეთეს.

ის რაც ამ კვირაში გამოგრჩათ