მადრიდის რკინიგზის ცენტრალურ სადგურში ცრუ განგაში გამოცხადდა

 

პოლიციის ბრძანებით, ატოჩის სადგურიდან დღეს მგზავრების ევაკუაცია განახორციელეს. სამართალდამცველებმა შენობაც შეამოწმეს, თუმცა საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს.

მადრიდის ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე მუშაობა შეფერხდა ბარსელონას სანტსის სადგურშიც. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სკანირების დროს ერთ-ერთი მგზავრის ჩემოდანში ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი ნივთი შენიშნეს, რის შემდეგაც მგზავრებს ხელმეორედ მოუწიათ შემოწმების გავლა. საბოლოოდ აფეთქების საფრთხე არც ბარსელონას შემთხვევაში დადასტურდა.

ის რაც ამ კვირაში გამოგრჩათ