იტალიის კუნძულ სიცილიაზე წყალდიდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის კუნძულ სიცილიაზე წყალდიდობას 10 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები ერთ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. სტიქიამ ყველაზე მეტად პალერმოს რეგიონი დააზარალა.

გადაუღებელი წვიმის შედეგად მდინარე სწრაფად ადიდდა და მოულოდნელად მოვარდნილმა ნიაღვარმა საცხოვრებელი სახლები დატბორა. 9 გარდაცვლილი, მათ შორის სამი ბავშვი, ორი ოჯახის წევრები იყვნენ. გადარჩენა მხოლოდ სახლის გარეთ მყოფმა სამმა ადამიანმა შეძლო. კიდევ ერთი ცხედარი მაშველებმა ავტომობილში იპოვეს. სტიქიის გამო, საფრთხის ქვეშ იტალიის 6 რეგიონი რჩება. 

Source: მსოფლიო

ის რაც ამ კვირაში გამოგრჩათ