იტალიაში ძლიერი შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა

 

იტალიაში ძლიერი შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. სტიქიამ, რომელიც ქვეყანას მთელი კვირაა უტევს, ყველაზე მეტად ჩრდილოეთ-დასავლეთი რეგიონები დააზარალა.

ქარის სიჩქარე საათში 190 კილომეტრს აღწევდა. გადაუღებელი წვიმების შედეგად ჩამოწვა მეწყერები, რამაც დასახლებების გარესამყაროსგან მოწყვეტა და გზების ჩახერგვა გამოიწვია.

ზოგიერთ ქალაქში დაიკეტა სკოლებიც. ძლიერმა ქარმა ძირფესვიანად წააქცია ასწლოვანი ხეებიც.

Source: მსოფლიო

ის რაც ამ კვირაში გამოგრჩათ