თურქეთი არასდროს აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას – რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

თურქეთი არასდროს აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას – განცხადება ამის შესახებ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში, პეტრო პოროშენკოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

თურქეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრა ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ლიდერები რუსეთში უკრაინელი პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიზნით თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

თავის მხრივ პეტრო პოროშენკომ თურქ კოლეგას დონბასში, გაეროს მომავალი სამშვიდობო მისიის შემადგენლობაში შესვლაც შესთავაზა.

 

Source: მსოფლიო

ის რაც ამ კვირაში გამოგრჩათ