არჩევნები აშშ-ს კონგრესში – სენატი კვლავ რესპუბლიკელების ხელში რჩება

შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების შედეგებს აჯამებენ. ბოლო 8 წლის განმავლობაში პირველად კონგრესის ქვედა პალატის კონტროლი დემოკრატების ხელში გადადის და მათ შესაძლებლობა ექნებათ პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივებს ხელი შეუშალონ.

სენატი კვლავ რესპუბლიკელების ხელში რჩება კონგრესის პარალელურად ამერიკელებმა 36 გუბერნატორიც აირჩიეს.

პრეზიდენტმა ტრამპმა პირველი რეაქცია ტვიტერით გამოხატა, სენატის მოგებას დიდი გამარჯვება უწოდა და ყველას მადლობა გადაუხადა. დემოკრატების ოფისში კი ქვედა პალატაში გამარჯვება პარტიის წევრებს ნენსი პელოსიმ მიულოცა. მან თანაპარტიელებს უთხრა, რომ მათი დამსახურებით ხვალ ამერიკისთვის ახალი დღე იქნება.

ის რაც ამ კვირაში გამოგრჩათ